|
2018-03-12 15:01:33, 2292 ნახვა
კომენტარი
ლევან ქუტაშვილის დედა: ტატუნაშვილს რა შეემთხვა არ იციან, ყველანი ცალ-ცალკე ჰყავდათ
არჩილ ტატუნაშვილს რა შეემთხვა მასთან ერთად დაკავებულებმა არ იციან, ყველანი ცალ-ცალკე ჰყავდათ, - ამის შესახებ ლევან ქუტაშვილის დედამ მედეა ილურიძემ ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა. „დაბრუნდა წუხელ საღამოს, მისცეს საშვები და უპრობლემოდ გამოვედით ჩვენ, გამოუშვეს თვითონ. ყველანაირი შეფერხების გარეშე გამოვედით, თვითონ იმყოფებიან ჯანმრთელად. ნახეს, შეხვდნენ მინისტრებიც. არანაირი ფიზიკური ზეწოლა არ აღენიშნება. მათთვის არ შეუქმნიათ პრობლემა. მისცეს საბუთი და ეს იმას ნიშნავს რომ მათ შეუძლიათ თავიანთ სამშობლოში შესვლაც და გასვლაც. გარდა ამისა, რა მოხდა და ტატუნაშვილს რა წაუყენეს, ჩვენ არაფერი არ ვიცით. ესენი ყველა იყვნენ ცალ-ცალკე და არაფერი არ იციან. როცა დაბრუნდნენ მერე შეიტყვეს“,- განაცხადა მედეა ილურიძემ. შეგახსენებთ, რომ ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა ოკუპირებული ტერიტორია გუშინ დატოვეს. მათ სამედიცინო ექსპერტიზა უტარდებათ.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)