22:18 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-12 11:37:33, 1757 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკმა“ მრავალშვილიანი თანამშრომლების წასახალისებლად 600 000 ლარის ფულადი პრემია გასცა

600 000 ლარის ფინანსური მხარდაჭერა 48 მრავალშვილიან თიბისელს- ეს თიბისი ბანკის შიდა სოციალური პროგრამის, „მრავალშვილიანი თიბისელების კლუბის" 5 წლის შედეგებია.

„მრავალშვილიანი თიბისელების კლუბი" მამუკა ხაზარაძის ინიციატივით 2013 წელს ჩამოყალიბდა, თიბისი ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში.

პროგრამის მიხედვით, თიბისი ბანკის ყველა თანამშრომელს, რომელსაც მეოთხე ან მომდევნო შვილი შეეძინება, თიბისი ბანკისგან პრემიის სახით 10 000 ლარი გადაეცემა. ხოლო მეექვსე შვილის შეძენის შემთხვევაში, ბანკი თანამშრომელს 50 000 ლარით აჯილდოებს. 

გარდა ერთჯერადი ფულადი პრემიებისა, თიბისი ბანკი 3 და მეტშვილიან თანამშრომლებს საჩუქრად გადასცემს სპეციალურად მათთვის დამზადებულ ორდენებს, რაც მრავალშვილიანი თიბისელებისა და მათი შვილებისთვის  წამახალისებელ შეთავაზებებსა და ღონისძიებებს მოიცავს.

მრავალშვილიანი თიბისელების  დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება ყოველ წელს იმართება. პროგრამის  მიზანია  ქვეყანაში დემოგრაფიული მონაცემების გაუმჯობესება და თანამშრომლებზე ზრუნვა, რომ ოჯახის ახალ წევრს ფინანსურად უზრუნველყოფილები შეხვდნენ.

„მრავალშვილიანი თიბისელების კლუბი" უკვე 454 თიბისელს აერთიანებს.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics