|
2018-03-09 15:24:08, 1747 ნახვა
კომენტარი
ავრამოპულოსი: საქართველო ცდილობს, არალეგალურ მიგრაციას კონკრეტული ნაბიჯებით უპასუხოს
საქართველო ცდილობს, არალეგალურ მიგრაციას კონკრეტული ნაბიჯებით უპასუხოს, - ამის შესახებ ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსმა ბრიუსელში ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, რისკების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია, საინფორმაციო კანპანიების განვითარება. ავრამოპულოსი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით ძალისხმევას არ დაზოგავს. „ჩვენ ინფორმიებულები ვართ ამ თემის შესახებ. ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი წუხილი საქართელოს ხელისუფლებას. მე პირადად მაქვს კონტაქტი საქართველოს ხელისუფლებასთან , რომელიც მზადყოფნას გამოთქვამს ჩვენთან ითანამშრომლოს და ძალიან კონკრეტული ნაბიჯებით უპასუხოს საქართველოდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურ მიგრაციას. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ. მათ ექნებათ ჩვენი მხარდაჭერა, როგორც ეს იყო სხვა მსგავს შემთხვევებში. არალეგალური მიგრაციების თავიდან ასაცილებლად ერთად გავიზიარებთ საერთაშორისო პრაქტიკას. მე ხშირად ვამბობ, რომ ვიზალიბერალიზაციას აქვს თავისი უფლებები. თუმცა ამასთანავე არსებობს ვალდებულებები. ეს ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული. რისკების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია საინფორმაციო კანპანიების განვითარება. დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა ძალიან მალე გამოიღებს შედეგს“,- განაცხადა დიმიტრის ავრამოპულოსმა.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)