|
2018-03-08 14:45:02, 1708 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: მერწმუნეთ, ძალიან მალე თბილისი სიცოცხლით და სიყვარულით სავსე ქალაქი იქნება
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გეგმის მიხედვით, გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს უნდა დასრულდეს. როგორც კალაძემ რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციაზე აღნიშნა, მერია ასევე გააგრძელებს მიმდებარე ქუჩებისა და შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოებს. კალაძე ამბობს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების პროცესში უნდა ჩაერთოს როგორც საკრებულო, პარლამენტი, ცენტრალური ხელისუფლება, ისე საზოგადოება: „2019 წლის ბოლოსთვის ვაპირებთ, რომ დასრულდეს ყველანაირი სამუშაოები, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მიმდებარე ქუჩების, შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოებს.ზოგადად, ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ძველი თბილისის მოწესრიგება, მისი აღდგენა და რეაბილიტაცია, რადგან მე ყოველთვის ვამბობ, რომ ეს არის ის სიმდიდრე, რითაც უნდა ვიამაყოთ თითოეულმა ჩვენთაგანმა, ეს არის ის, რაც ჩვენმა წინაპრებმა დღემდე შემოგვინახეს. ეს ყველაფერი მოვლილი და კეთილმოწყობილი უნდა გადავცეთ მომავალ თაობებს.ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელების დროს, მარტო თბლისის მერია ვერაფერს გააკეთებს. მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად ყოფნა, მე მხედველობაში მაქვს, როგორც ცენტრალური ხელისუფლება, საკრებულო, პარლამენტი და საზოგადოების აქტიური ჩართულობა.ჩვენ ერთად ბევრ რთულ ბარიერებს გადავლახავთ და მერწმუნეთ, ძალიან მალე ჩვენი დედაქალაქი იქნება სიცოცხლით სავსე და სიყვარულით სავსე ქალაქი“,-განაცხადა კახი კალაძემ.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)