|
2018-03-07 18:25:09, 1573 ნახვა
კომენტარი
კანდელაკი - ბიბილოვის განცხადება არის ცინიზმი, გარდაცვლილის ოჯახის შეურაცხყოფა და თავხედობა
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის შეფასებით, არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხე, ოკუპირებული სამხრეთო ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადება ცინიზმი და საქართველოს მიმართ გამოვლენილი თავხედობაა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, აუცილებელია სახელმწიფომ ამ ყველაფერს მტკიცე პოზიცია დაუპირისპიროს და სანქციების პაკეტი მიიღოს, რათა მომავალში მსგავსი დანაშაულების პრევენცია მოხდეს. „საოკუპაციო რეჟიმის ამ წარმომადგენლის განცხადება არის ცინიზმი, შეურაცხყოფა გარდაცვლილის ოჯახის და მთლიანად ჩვენი ქვეყნის მიმართ გამოვლენილი თავხედობა. ჩვენი ამოცანაა და მტკიცე პოზიციაა, იმისათვის, რომ მომავალში მოვახდინოთ მსგავსი დანაშაულის პრევენცია, აუცილებელია, საქართველოს სახელმწიფომ, ყველამ ერთად გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები და შემოვიღოთ სანქციების პაკეტი“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა. ცნობისთვის, ბიბილოვმა დღეს ჟენევის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის საკითხი „ძალიან პოლიტიზირებულია“. მანვე აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასრულებამდე ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს არ გადასცემენ.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)