|
2018-03-07 18:04:56, 1807 ნახვა
კომენტარი
მეუფე გრიგოლი: შთაბეჭდილება მრჩება, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მსხვერპლია
„ვერ ვიტყვი, რომ იგი არის უდანაშაულო, ან ვერ ვიტყვი, რომ დამნაშავეა, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ადამიანი არის მსხვერპლი", - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა, მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე ე.წ. ციანიდის საქმეზე ისაუბრეს, თუმცა დეტალები მას არ დაუკონკრეტებია. „ბურუსი რაღაც ნაწილში გაიფანტა, რაღაც ნაწილში კიდევ ურო მეტი კითხვები გაჩნდა. ეჭვი გამოვთქვი იმის შესახებ, რომ თუ დამნაშავეა, წარმოუდგენელია, რომ იგი მხოლოდ ერთადერთი ყოფილიყო ამ საქმეში. თუ უდანაშაულოა, რატომ იმყოფება მაშინ საპატიმროში. ეს კითხვები დღესაც რჩება. ჩემი კითხვები არ გაფანტულა, შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა. თქვენ იმის გაგება გინდათ, რაც ჯობია, მეც არ გამეგო. ვფიქრობ, რომ როგორც ყველაფერი არ იჭმევა, ისე ყველაფერი არ ითქმება, არის თემა, რომელიც დაცულია, მით უმეტეს, რომ მისი სურვილი არ ყოფილა რაიმე განცხადების გაკეთება ჩემი მხრიდან. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ადამიანი არის მსხვერპლი“,- განაცხადა მეუფე გრიგოლმა. ცნობისთვის, მეუფე გრიგოლი და დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში გიორგი მამალაძესთან შეხვედრაზე დაახლოებით 3 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)