|
2018-03-07 15:32:38, 1432 ნახვა
კომენტარი
სოფიო ქაცარავა: სამშვიდობო პოლიტიკას ალტერნატივა არ აქვს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფიო ქაცარავ კიდევ ერთხელ მწუხარება გამოთქვა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მომხდარზე მთელი პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. მან ასევე მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. ქაცარავას განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება კვლავ გააგრძელებს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას და თემის აქტუალიზაციას. "საერთაშორისო საზოგადოება არის მაქსიმალურად ინფორმირებული ამ საგანგაში ფაქტის თაობაზე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ მათი მხრიდან მხარდაჭერისთვის, სწორი და ობიექტური შეფასებებისთვის და მათი მხრიდან ამ თემის საერთაშორისო დღის წესრიგში დაყენებისთვის. ცხადია, კვლავაც გავაგრძელებთ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას და ამ საკითხის აქტუალიზაციას",-აღნიშნა ქაცარავამ. მან ყურადღება გაამახვილა სამშვიდობო პოლიტიკის გაგრძელების აუცილებლობაზე. "ძალიან რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ და რაც მიმაჩნია, რომ არის უალტერნატივო,ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობასთან ურთიერთობას.ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესია, რომ მშვიდობიანად დავარეგულიროთ კონფლიქტი და ამ სამშვიდობო პოლიტიკას არ აქვს ალტერნატივა",-განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)