|
2018-03-07 14:42:52, 1469 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე: იმედს ვიტოვებ, პარლამენტი მოახდენს ერთიან, ძლიერ რეაგირებას ოკუპაციიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევაზე
"ევროპული საქართველის" წევრის სერგო რატიანის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ტატუნაშვილის გარდაცვალებასა და მასთან ერთად დაკავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს კონკრეტული რეაგირება არ მოუხდენია. კაპანაძე იმედოვნებს, რომ პარლამენტი გაიზიარებს საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივას ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნასთან დაკავშირებით და რეზოლუციას მიიღებს: "ძალიან სამწუხაროა, რომ 2 კვირის წინ, როდესაც ჩვენ გავიგეთ ამ უბედურების შესახებ, რაც ცხინვალში მოხდა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით, ამის შემდეგ დრო გავიდა და არც ცხედარია გადმოსვენებული, არც ის ორი ადამიანია დაბრუნებული, რომელიც მასთან ერთად იყო დაკავებული და სამწუხაროდ კონკრეტული რეაგირება არ ყოფილა საქართველოს პარლამენტის მხრიდან. იმედს ვიტოვებ, რომ ეს ეპოპეა ცხედართან დაკავშირებით მალე დასრულდება, ის ორი ადამიანი მალე დაბრუნდებიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ასევე იმედს ვიტოვებ, საქართველოს პარლამენტი მოახდენს ერთიან, ძლიერ რეაგირებას ამ გამოწვევასა და საფრთხეზე, რომელიც ოკუპაციიდან გამონდინარე არსებობს. ვიმედოვნებ, ის იდეა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნასთან დაკავშირებით, იქნება გაზიარებული და პარლამენტი მიიღებს რეზოლუციას",-განაცხადა სერგი კაპანაძემ.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)