|
2015-05-18 10:39:49, 448 ნახვა
საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს მიმართავს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს მიმართავს. ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში C და B ჰეპატიტის გავრცელების ეროვნულ პოპულაციური კვლევა მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა 7000 ინდივიდი, რომელთაგანაც მოხდება ინფორმაციის შეგროვება და ჩაუტარდებათ გამოკვლევა C და B ჰეპატიტზე. დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს, მათ წარმომადგენლებს სწორი მონაცემების შეგროვებაში ხელი შეუწყონ. „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებთან ერთად ახორციელებენ საქართველოში C და B ჰეპატიტის გავრცელების ეროვნულ პოპულაციურ (მოსახლეობის) კვლევას, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. კვლევის მიზანია საქართველოში C და B ჰეპატიტის გავრცელების შესწავლა, რისკის ფაქტორების გამოვლენა და მოსახლეობის ცოდნის დონის შეფასება. აღნიშნულის განსახორციელებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა 7000 ინდივიდი, რომელთაგანაც მოხდება ინფორმაციის შეგროვება და ჩაუტარდებათ გამოკვლევა C და B ჰეპატიტზე. კვლევის განსახორციელებლად CDC-ის და NCDC-ის მიერ სპეციალურად გადამზადდა 20 ინეტრვიუერი და 20 ფლებოტომისტი. ისინი საქართველოს ყველა რეგიონში და თბილისში შეაგროვებენ მონაცემებს და სისხლის ნიმუშებს შერჩეული ინდივიდებისგან. ინფორმაციის შესაგროვებლად გამოყენებული იქნება სპეციალური კითხვარი, რომლის განხილვა და დამტკიცებაც მოხდა ემორის უნივერსიტეტის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბიოეთიკის კომისიების მიერ. 11 მაისს კვლევა დაიწყო თბილისში და გაგრძელდება 19 მაისის ჩათვლით, ხოლო შემდეგ ჯგუფები გავლენ რეგიონებში და იმუშავებენ 12 აგვისტოს ჩათვლით. მიმდინარე კვლევა იქნება C და B ჰეპატიტის გავრცელების პირველი ეროვნული კვლევა საქართველოში, რომლის დასრულების შემდეგაც მივიღებთ ახალ, ზუსტ მონაცემებს როგორც C ჰეპატიტის ისე მისი გენოტიპების გავრცელების შესახებ ეროვნულ დონეზე. ამ ეტაპისთვის უკვე დაახლოებით ოთხასმა პიროვნებამ მიიღო მასში მონაწილეობა და მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ ამისთვის. როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, ამ კვლევის შედეგებს დიდი მნიშვნელობა აქვს C ჰეპატიტის ელიმინაციის მეორე ფაზის დაწყებისთვის და ყველა ადამიანს, თავისი მონაწილეობით, წვლილი შეაქვს ამ დიდი პროცესის წარმატებულად განხორციელებაში. ამასთანავე, განსაკუთრებულად ვთხოვ და მოვუწოდებ ჩვენს კოლეგებს - ექიმებსა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რადგან მათი მხრიდან პირველ დღეებში ყველაზე მაღალი იყო რეზისტენტობა კვლევაში მონაწილეობაზე. კვლევის წარმატებით განსახორციელებლად ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის მოტივაცია და ჩართულობა. ამიტომ მოვუწოდებთ თანამოქალაქეებს დაეხმარონ ჩვენს წარმომადგენლებს სწორი მონაცემების შეგროვებაში, ხელი შეგვიწყონ და ნუ აყვებიან ჭორებს, რომლებიც ვრცელდება ყვითელი პრესისა და არაპროფესიონალების მხრიდან, რომლებსაც არავითარი ობიექტური საფუძველი არა აქვს და მიმართულია მხოლოდ ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე პროგრესული და ინოვაციური პროცესების დისკრედიტაციისთვის“, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)