|
2018-03-07 09:52:59, 1486 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის EWG-ის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველო-შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის (EWG) მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. სამუშაო ჯგუფს ქართული მხრიდან თავმჯდომარეობენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ამერიკული მხრიდან – სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილე ბრაიან მაკფიტერი, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწე ბროკ ბირმანი და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მმართველი დირექტორი კატერინა ნტეპი. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკური რეფორმების პაკეტის განხორციელების მიმდინარეობა, საქართველოში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების, ეკონომიკის სხვადასხვა დარგების რეგულაციების დახვეწის და შრომითი კანონმდებლობის სრულყოფის საკითხები. ყურადღება დაეთმობა, ბაზრის თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით, კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის განვითარების საკითხებს და აშშ-ს მხარდაჭერას აღნიშნული მიმართულებით. საუბარი შეეხება ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო პოტენციალის გაზრდის პერსპექტივებს, მათ შორის, კომერციული დიპლომატიის გზით. შეხვედრაზე ვრცლად იქნება მიმოხილული ვაჭრობის, ინვესტიციების, ინოვაციებისა და მეწარმეობის კუთხით საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის განმტკიცების გზები. მხარეები განიხილავენ 2018 წლის განმავლობაში სავაჭრო მისიების განხორციელების გეგმებს. საუბარი შეეხება აგრეთვე ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო დიალოგის (HLTID) მომდევნო რაუნდის ჩატარება მ.წ. აპრილში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. აღნიშნული დიალოგის ფარგლებში განხილული იქნება ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის, შესაბამისი ინიციატივების განხორციელებისა და შეთანხმებების გაფორმების კუთხით. საუბარი ასევე შეეხება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველი ფაზის მიმდინარეობას. განხილული იქნება ქვეყნის ენერგო უსაფრთხოების განმტკიცების საკითხები, მათ შორის, რეგიონულ პროექტებში საქართველოს ჩართულობის გზით. მხარეები ასევე ისაუბრებენ სოფლის მეურნეობის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებებზე.
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)