|
2018-03-06 14:55:24, 1557 ნახვა
კომენტარი
საფრანგეთის ელჩი - სამწუხაროდ, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა
საქართველოში საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის გაზრდას ეხმაურება. როგორც ელჩმა აღნიშნა, საფრანგეთი ქართულ მხარესთან ერთად აღნიშნულ საკითხზე უკვე მუშაობს. "საფრანგეთმა მხარი დაუჭირა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას, თუმცა გერმანიის და საფრანგეთის შეშფოთების მთავარი მიზეზი არის ორგანიზებული კრიმინალი, რომელიც თანდათან იზრდებოდა ევროპის ქვეყნებში, თუმცა ქართულმა მხარემ დაგვარწმუნა, რომ ისინი მოაგვარებენ არსებულ პრობლემას. სამწუხაროდ ნოემბრის თვიდან საგრძნობლად მოიმატა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ და ორგანიზებულ კრიმინალთა რიცხვმა. ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან ერთად, რომ გავაძლიეროთ კონტროლი", - განაცხადა პასკალ მენიემ. ცნობისთვის, ამავე საკითხზე დღეს განცხადება გერმანიის საელჩომაც გაავრცელა. საელჩოს ინფორმაციი, მხოლოდ იანვარში, 700-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი გერმანიაში და მათგან თითქმის 100%-მა უარი მიიღო. ამავე განცხადების თანახმად, პირებს, რომლებსაც თავშესაფართზე უარი ეთქვათ, გერმანია შენგენის ზონაში შესვლას რამდენიმე წლით აუკრძალავს.
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)