|
2018-03-05 16:06:57, 1516 ნახვა
კომენტარი
კახიძე: საზმაუს ბორდის დაკომპლექტება პოლიტიკური დაკვეთით ხდება
„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის დაკომპლექტება პოლიტიკური დაკვეთით ხდება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა. მისი თქმით, 26 იანვარს თბილისის ერთ-ერთ რესტორანში საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე შეხვდა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს კახა ბექაურს, მთავარი პროკურორის ყოფილ პირველ მოადგილეს, ლაშა ნაცვლიშვილს და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანს. „ისინი განიხილავდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ბატონი ზაზა შათირიშვილის არჩევის საკითხს. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს ვასილ მაღლაფერიძეს აქვს პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტი, ვინაიდან ეს ფიგურა ექვემდებარება კონტროლს სწორედ სამეურვეო საბჭოს მხრიდან და მას არ აქვს უფლება, შეარჩიოს სამეურვეო საბჭოს წევრები“, - განაცხადა კახიძემ. ოთარ კახიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება ანტიდასავლური შეხედულებების მქონე პირის, შათირიშვილის საბჭოში მოხვედრას ლობირებს.
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)