|
2018-03-03 15:48:40, 1731 ნახვა
კომენტარი
მაჩალიკაშვილი: არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ თემირლანის საწინააღმდეგოდ - სპეცრაზმი ჩემთან შეცდომით მოვიდა
პანკისის ხეობის სოფელ დუისში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს. მიმდინარე შეხვედრას „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენლები, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები, ადვოკატები და ხეობის უხუცესები ესწრებიან. როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, მთავარ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ 45 დღე გავიდა და ამ დრომდე მას არავინ შეხმიანებია. ამასთან, მაჩალიკაშვილმა განმარტა, რომ ირაკლი შოთაძე საუბრისას დაპირდა, რომ ერთ კვირაში საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილს გაეცნობოდა. "არანაირ პასუხს არც ველოდები და არც მაინტერესებს ამის მერე რა გამოძიებას ჩაატარებენ. ჩემთვისაც და ყველა ქისტისთვის ნათელია, რომ მათ არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ თემირლანის საწინააღმდეგოდ. დადგინდა, რომ სპეცრაზმის ჯგუფი რომელიც უნდა მისულიყო ალდამოვთან, მოვიდა შეცდომით ჩემთან. ეს არის ძირითადი საკითხი. რამე მაინც მანახონ, ცოტა დავწყნარდები, რომ თემირლანი იყო რაღაცაში გარეული", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)