|
2018-03-02 16:32:35, 2637 ნახვა
პოლიტიკა
„10 წელი პუტინის თავდასხმიდან - რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს“ - The Daily Signal
ოკუპირებულ სახრეთ ოსეთში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე ამერიკული გამოცემა The Daily Signal ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიის "10 წელი პუტინის თავდასხმიდან - რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს" ავტორი საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხვილველ ლუკ კოფია. "22 თებერვალს საქართველოს 3 მოქალაქე, რუსეთის მიერ კონტროლირებად სამხრეთ ოსეთში დააკავეს. მათ "ოსების მიმართ ჩადენილი გენოციდი ედებათ ბრალად”. სამწუხაროდ, ერთ-ერთი დაკავებული, 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. სიტუაცია იმ ფაქტმა გაართულა, რომ სამხრეთ ოსეთმა ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემაზე უარი განაცხადა", - წერია სტატიაში. სტატიის ავტორი ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ. "თითქმის 10 წლის შემდეგ, ათასობით რუსი სამხედრო მაინც რჩება ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, რომლებიც საერთო ჯამში საქართველოს ტერიტორიების 20%-ს შეადგენს. ტატუნაშვილის ისტორია კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ იქცევა რუსეთი მეზობელი ქვეყნებისა და ამერიკის პარტნიორი ქვეყნების მიმართ. რუსული ძალები არა მარტო საფრთხეს უქმნიან საქართველოს, არამედ საფრთხეს უქმნიან მთავარ სატრანზიტო კავშირებს, რკინიგზებსა და მილსადენებს. 2 ოკუპირებული რეგიონი, რომლებმაც შემდგომ "დამოუკიდებლობა" გამოაცხადეს, სრულად დამოკიდებულია მოსკოვზე. ე.წ. საზღვრებზე ოკუპირებული რეგიონების მხრიდან ФСБ-ს თანამშრომლები პატრულირებენ, ხოლო ქართული მხრიდან ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იმყოფება", - წერია სტატიაში. როგორც მკვლევარი წერს, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტს, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს უფლებას აძლევს ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე გადავიდნენ, რუსეთი ამის საშუალებას მათ არ აძლევთ. "მრავალჯერ მომიწია ე.წ. საზღვართან ჩასვლა. ამ ვიზიტების დროს მე ვხედავდი იმას, თუ როგორ ფრიალებს რუსეთის დროშა ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოსია. ბოლო წლების განმავლობაში, რუსეთმა საქართველოში დაძაბულობა გაზარდა. 2011 წელს ФСБ-ს თანამშრომლებმა ე.წ. ბორდერიზაცია მოახდინეს ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც საქართველოს მოსახლეობას ყოფს ერთმანეთისგან. მავთულხლართებმა მოსახლეობას დიდი პრობლემები შეუქმნეს, ფერმერებს საკუთარ ტერიტორიებზე გადასვლა უჭირთ, საბოლოო ჯამში კი, განხორციელდა მცოცავი ანექსია", - წერს ავტორი. კოფის თქმით, არ უნდა დავივიწყოთ, რომ რუსეთი საქართველოში შემოიჭრა. "რუსეთი აგრესორია, რის გამოც საქართველო დაზარალდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია, ქვეყანამ დაამტკიცა, რომ ის მტკიცე და საიმედო პარტნიორია ერაყსა და ავღანეთშიც. ამერიკის ინტერესშია სამხრეთ კავკასია სტაბილურ და უსაფრთხო რეგიონად დარჩეს. აშშ მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენოს ზეწოლა რუსეთზე, რათა მან შეწყვიტოს უკანონო ოკუპაცია", - აღნიშნა კოფიმ. მკვლევარი ამბობს, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში რუსეთის იმპერიალისტურ ქცევას ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)