|
2015-05-17 12:15:06, 460 ნახვა
საზოგადოება
17 მაისთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების აქცია მრგვალ ბაღში დასრულდა
არასამთავრობო ორგანიზაციების აქცია მრგვალ ბაღში დასრულდა, რომელიც 17 მაისზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, სახელმწიფომ სერიოზული სიგნალი მიიღო იმისათვის, რომ ადამიანის უფლებების დაცვა პრიორიტეტი გამხდარიყო. ჟურნალ "17 მაისის რედაქტორის, ირაკლი ვაჭარაძის, თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, 2012 წელს დარბეული 17 მაისის აქციის საკომპენსაციოდ, ლგბტ თემის დასაცავად, უფრო მეტი ზომები მიიღოს. აქტივისტებს გამოტანილი ჰქონდათ შემდეგი შინაარსის პლაკატები: "დემოკრატია მრავალფეროვნების გულწრფელ აღიარებასა და პატივისცემას გულისხმობს", "ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას მოვითხოვთ", "ლგბტ თემი საქართველოში თავს დაცულად არ გრძნობს. "სახელმწიფომ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და ღირებულებებს პატივი უნდა სცეს". აქციის მონაწილეებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ჩიორა თაქთაქიშვილიც შეუერთდა. ადგილზე ასობით პოლიციელი იყო მობილიზებული. ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2012 წლის 17 მაისის საქმეზე "იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ დაადგინა, რომ უმრავლესობის მიერ დაირღვა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მესამე მუხლი ( არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა) მეთოთხმეტე მუხლთან ერთად (დისკრიმინაციის აკრძალვა), ასევე, დაირღვა მეთერთმეტე მუხლი (შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება) მეთოთხმეტე მუხლთან მიმართებაში. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს განმცხადებლების მიმართ ზარალის ანაზღაურება დაეკისრა. 13 პირს და 1 არასამთავრობო ორგანიზაციას სახელმწიფომ 1500-დან 4000-მდე ევრო უნდა აუნაზღაუროს. კერძოდ, 13 პირს ჯამში 32 000, "იდენტობას" კი, 1 500 ევრო უნდა აუნაზღაურონ. ჯამში საქართველომ განმცხადებლებს 33 500 ევრო უნდა გადაუხადოს. განაჩენის გამოტანის დღიდან ანაზღაურება დაზარალებულებისთვის 3 თვის ვადაში უნდა გადაეცეთ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას 7 მოსამართლიდან 6-მა დაუჭირა მხარი.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)