|
2018-03-01 15:11:14, 1662 ნახვა
კომენტარი
იან კელი: ჩვენ დაინტერესებული ვართ მედიის განვითარებით საქართველოში
"აუცილებელია მედიაში არსებობდეს მრავალი სხვადასხვა ხმა და მოსახლეობას მიუწვდებოდეს ამაზე ხელი. შესაბამისად ვაგრძელებთ მედია პლურალიზმის მხარდაჭრას საქართველოში",-ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ ტელეკომპანია "იბერიას" ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. "ჩვენ დაინტერესებული ვართ მედიის განვითარებით საქართველოში. ჩვენ ვართ ღია საელჩო, შესაბამისად, ვესაუბრებით მედიის წარმომადგენლებს, რომ უკეთესად გავიგოთ, რა ხდება ზოგადად ამ მიმართულებით.მხარს ვუჭერთ მედიაპლურალიზმს, რადგან აუცილებელია მედიაში არსებობდეს მრავალი სხვადასხვა ხმა და მოსახლეობას მიუწვდებოდეს ამაზე ხელი. შესაბამისად, ვაგრძელებთ მედია პლურალუზმის მხარდაჭერას",-აღნიშნა იან კელიმ. შეგახსენებთ, თამბაქოს მწარმოებელი ომეგა ჯგუფი, რომელიც ტელეკომპანია „იბერიას“ აფინანსებს, ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს. ტელეკომპანიაში ამბობენ, რომ ომეგა ჯგუფზე ზეწოლა „ იბერიას“ ფინანსურ პრობლემებს და საფრთხეს უქმნის. ტელეკომპანია იბერიის ჟურნალისტების სახელით, რამდენიმე დღის წინ განცხადება ჟურნალისტმა ვახო ხუზმიაშვილმა გააკეთა: „ტელეკომპანია იბერიას მთავარი დამფინანსებელი არის ომეგა ჯგუფი და მასში შემავალი კომპანიები, რომელიც სერიოზული ფინანსური დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. კომპანია ომეგა დღესაც დემპინგის მსხვერპლია, რაც ტელეკომპანია იბერიას სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უჩენს, - აღნიშნავენ „იბერიაში“.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)