|
2018-02-28 22:23:02, 1607 ნახვა
კომენტარი
ბოკერია შს მინისტრს: როდესაც შეურაცხყოფას აყენებდნენ ბორჯომის საკრებულოს წევრებს, რას აკეთებდა ამ დროს პოლიცია?!
„მინდა მივმართო ახალ შს მინისტრს, როდესაც შეურაცხყოფას აყენებდნენ საკრებულოს წევრებს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, რას აკეთებდა ამ დროს პოლიცია?!“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ბორჯომის საკრებულოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. „ეს დემოკრატიის კრიზისია, ესაა ქართული ოცნების სახე. არჩევნები წააგეს ბორჯომის საკრებულოში და ამას პასუხობენ დაუფარავი და უტიფარი ძალადობითმაღალი თანამდებობის პირებისთვის ხელფასების მატებაზე არ თანხმდება საკრებულო, რომელმაც დემოკრატიულად მოუგო მათ არჩევნები ყველა მეთოდის მიუხედავად, რომელიც ოცნებამ გამოიყენა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ახალ შს მინისტრს, რომელმაც ბევრი ისაუბრა კანონის უზენაესობაზე. როდესაც შეურაცხყოფას აყენებდნენ საკრებულოს წევრებს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც იქ ჩავიდნენ, რას აკეთებდა ამ დროს პოლიცია?! ყოველთვის, როდესაც პრემიერ მინისტრის და ივანიშვილის ხელისუფლების სხვა წევრები მაღალფარდოვანი ტერმინებით გვესაუბრებიან დემოკრატიაზე, აგერ არის მაგალითი - სადაც არჩევნები წააგეს, მოსყიდვის მიუხედავად, იქ ამ წაგებას არ ეგუებიან და პასუხობენ ძალადობით. ეს არის სამარცხვინო და ძალიან დიდი ზიანის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. ცნობისთვის, ბორჯომის მერიის ხელფასების საკითხი და საშტატო ნუსხა ისევ ვერ დამტკიცდა, რის გამოც საკრებულოში მთელი დღის განმავლობაში ხმაური და დაპირისპირება იყო. მერიის მიერ ხელმეორედ წარდგენილ საკითხს, მხარი მხოლოდ „ქართული ოცნების“ 11-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)