|
2018-02-28 14:49:20, 1545 ნახვა
კომენტარი
დავით სერგეენკო: მჯერა, რომ თამბაქოს კონტროლის შედეგად ბევრ სიცოცხლეს გადავარჩენთ
"მჯერა, თამბაქოს კონტროლი უმნიშვნელოვანესი მიღწევა გახდება და ბევრ სიცოცხლეს გადავარჩენთ",- ამის შესახებ დაავადებათა თბილისის პარლამენტში განაცხადა, სადაც "თამბაქოს კონტროლის" შესახებ კანონის დანერგვის საკომუნიკაციო კამპანია "გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან" გაიხსნა. მან საქართველოს პარლამენტს, კერძოდ კი ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტს ამ ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა. " მთავარი ამოცანაა საზოგადოების ცნობადობის გაზრდა ამ საკითხთან მიმართებაში. რაც შეეხება თამბაქოს კონტროლის მნიშვნელობას, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის, რა მძიმე დაავადებებს იწვევს, შედარებით ახალგაზრდა ისტორია აქვს. მჯერა, რომ თამბაქოს კონტროლი უმნიშვნელოვანესი მიღწევა გახდება იმ მიღწევებს შორის, როგორიცაა მაგალითად ახალი პრეპარატის აღმოჩენა და ა.შ. გვჯერა, რომ ბევრ სიცოცხლეს გადავარჩენთ", - აღნიშნა მინისტრმა. ცნობისთვის, 2018 წლის 1 მაისიდან თამბქოს მოწევა აიკრძალება დახურულ სივრცეში, გარდა საცხოვრებელი ადგილებისა და პენიტენციარული დაწესებულებებისა; თამბაქოს მოწევა აიკრძალება ზოგიერთ ღია სივრცესა და შეკრებაზე; ასევე კანონი ითვალისწინებს თამბაქოს პოპულარიზაციის სხვადასხვა ფორმების აკრძალვას; თამბაქოს ნაწარმის ხილული განლაგების აკრძალვას; თამბაქოს კოლოფებში სამედიცინო გაფრთხილების ზომის გაზრდა და პიქტოგრამების სავალდებულო დატანას; ელექტრონული სიგარეტების რეგულირებას; საცალო გაყიდვის აკრძალვას ინტერნეტით და ფოსტით; გზის სავალ ნაწილზე თამბაქოს რეალიზაციის აკრძალვას.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)