|
2018-02-28 14:42:26, 1812 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე: თამბაქო 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი მკვლელია
"ჩვენი მიზანია ყოველწიურად შემცირდეს მწეველთა რიცხვი ქვეყანაში",- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თბილისის პარლამენტში განაცხადა, სადაც "თამბაქოს კონტროლის" შესახებ კანონის დანერგვის საკომუნიკაციო კამპანია "გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან" გაიხსნა. მისივე თქმით, ყოველწლიურად თამბაქოს მიერ გამოწვეული ზიანით 31 ათასი ადამიანი იღუპება. "თამბაქო 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ მკვლელადაა აღიარებული. თამბაქოზე მოდის მსოფლიოში სიკვდილიანობის თითქმის 10%. საქართველოში ჩვენ ეს ციფრი უფრო მაღალი გვაქვს, რამეთუ 31 ათასი ადამიანი იღუპება ყოველწლიურად თამბაქოს მიერ გამოწვეული ზიანით. აქედან 2500 არის პასიური მწეველი, დანარჩენი აქტიური. ამის გამო ეს გახლავთ ყველაზე უფრო დიდი რისკ ფაქტორი არაგადამდები დაავადებების განვითარების. ამიტომ, 2003 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო თამბაქოს ე.წ ჩარჩო კონვენცია, რომელსაც ჩვენც მივუერთდით. ჩვენს კანონში შევიდა ცვლილებები გასულ წელს და ახლა ყველაფერი იმაზეა, როგორ აღსრულდება კანონმდებლობა. ჩვენი სამიზნეა, რომ ყოველწლიურად 1%-ით ვამციროთ მწეველთა რაოდენობა",-განაცხადა გამყრელიძემ. ცნობისთვის, 2018 წლის 1 მაისიდან თამბქოს მოწევა აიკრძალება დახურულ სივრცეში, გარდა საცხოვრებელი ადგილებისა და პენიტენციარული დაწესებულებებისა; თამბაქოს მოწევა აიკრძალება ზოგიერთ ღია სივრცესა და შეკრებაზე; ასევე კანონი ითვალისწინებს თამბაქოს პოპულარიზაციის სხვადასხვა ფორმების აკრძალვას; თამბაქოს ნაწარმის ხილული განლაგების აკრძალვას; თამბაქოს კოლოფებში სამედიცინო გაფრთხილების ზომის გაზრდა და პიქტოგრამების სავალდებულო დატანას; ელექტრონული სიგარეტების რეგულირებას; საცალო გაყიდვის აკრძალვას ინტერნეტით და ფოსტით; გზის სავალ ნაწილზე თამბაქოს რეალიზაციის აკრძალვას.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)