20:36 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-28 13:51:27, 2105 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, მოახდინოს შემოწმება, არსებობს თუ არა შესაბამისობა მარკირებულ და რეალურ პროდუქციას შორის

„ბაზარზე ზედამხედველობის მიმართულებით პროდუქტის უსაფრთხოების კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის თანახმად, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, მოახდინოს შემოწმება, არსებობს თუ არა შესაბამისობა მარკირებულ და რეალურ პროდუქციას შორის“ - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. 

პირველი ვიცე-პრემიერის განმარტებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება.  მისი თქმით, ამ ცვლილებას ბევრი მწარმოებელი ითხოვს, რათა რეალურ, კონკურენტულ გარემოში იყვნენ. 

„ეს არის სწორი ნაბიჯი იმისთვის, რომ მომხმარებელმა ის ფასი გადაიხადოს  პროდუქციაში, რა მარკირებაც პროდუქციას აქვს. შესაბამისად, ჩვენი მომხმარებელი, ერთი მხრივ, იქნება დარწმუნებული, რომ მარკირება, რომელიც პროდუქციას აქვს, შეესაბამება შიგთავსს. მეორე მხრივ კი, არაკონკურენტულ გარემოში არ აღმოჩნდებიან ის კეთილსინდისიერი მწარმოებლები, რომლებიც ხარისხიან პროდუქციას აწარმოებენ“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისი განმარტებით, აღნიშნული ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქციის უსაფრთხოების ნაწილშიც. მისი თქმით, ამ კანონით ასევე მოწესრიგდება, რომ საფრთხის შემცველი არ იყოს პროდუქცია, რომელსაც მწარმოებელი აწარმოებს ან იმპორტიორს შემოაქვს. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics