|
2018-02-28 09:39:36, 1758 ნახვა
კომენტარი
„ვხედავ, რომ მუშაობენ და ვაცდი“ - ტატუნაშვილის ოჯახი აქციების გამართვას ამ ეტაპზე აღარ გეგმავს
არჩილ ტატუნაშვილის მამის გიორგი ტატუნაშვილის განცხადებით, მისი შვილის ცხედრის გადმოცემის მოთხოვნით აქციების გამართვა ამ ეტაპზე აღარ იგეგმება. ამის შესახებ გიორგი ტატუნაშვილმა პირველ არხს წილკანში, შინაგან საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ცენტრალურმა ხელისუფლებამ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებისგან მიიღო დაპირება, რომ ცხედარს გადმოსცემენ, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. „შინაგან საქმეთა სამინისტრო და თითქმის ყველა უწყება მუშაობს. არის დაპირებები ოსების მხრიდან, რომ ჩემი შვილის ცხედარს გადმოგვცემენ. ზუსტ თარიღს არ ასახელებენ. ძვრები, წინსვლა შეინიშნება ამ საქმეში. ვხედავ, რომ მუშაობენ და ვაცდი. თუ ცხედრის გადმოსვენება უახლოეს მომავალში არ მოხდება, ალბათ, ისევ დადგება დღის წესრიგში აქციების გამართვის საკითხი“, – განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა. შეგახსენებთ, 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა,საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)