|
2018-02-26 11:38:16, 1914 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით, საქართველოში ჩითილების პირველი საწარმო გაიხსნა
თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით, საქართველოში ჩითილების პირველი საწარმო „მზა ჩითილი" გაიხსნა, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით და დანადგარებით არის აღჭურვილი. კომპანია ფერმერებს შესაძლებლობას მისცემს, დიდი რაოდენობის მოსავალი მიიღონ ნაკლები დანახარჯებით. სათბურში, რომელიც მარნეულში, სოფელ აზიზქენდში 1.1 ჰექტარზეა განთავსებული, ბოსტნეულისა და ყვავილების ჩვეულებრივი და დამყნობილი ჩითილების წარმოება მოხდება. სეზონის განმავლობაში 7 მლნ, წლიურად კი 30 მლნ ჩითილის გამოყვანა იგეგმება. ანალოგიური საწარმო საქართველოში დღემდე არ არსებობდა და ქართველ მეწარმეებს მსგავსი ჩითილების შეძენა საზღვარგარეთ უწევდათ. კომპანიამ სასათბურე კონსტრუქციისა და ჩითილების დასარგავი დანადგარების შეძენა თიბისი ლიზინგის ფინანსური მხარდაჭერით შეძლო. დაფინანსების ჯამურმა თანხამ 1მლნ ლარზე მეტი შეადგინა. „მოხარული ვართ, რომ საქართველოში ჩითილების პირველი საწარმო გაიხსნა. ჩვენი მიზანია, მუდმივად დავნერგოთ უხლესი ტექნოლოგიები და ქართველ ფერმერებს მოსავლის მიღების პროცესი გავუმარტივოთ. დღეიდან უკვე შესაძლებელია დიდი რაოდენობის, ჯანსაღი და ხარისხიანი მოსავლის მიღება მინიმალური დანახარჯით.", -აცხადებს კომპანია „მზა ჩითილის" მარკეტინგის ხელმძღვანელი, გიორგი გაბუნია. „თიბისი ლიზინგი N1 სალიზინგო კომპანიაა საქართველოს ბაზარზე. კომპანია აქტიურად აფინანსებს თანამედროვე ტექნოლოგიებს თუ სხვა ძირითად საშუალებებს, რაც ბიზნესსექტორს განვითარებისთვის ესაჭიროება. ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია იმ კომპანიებს გავუმარტივოთ ინვესტიციის პროცესი, რომლებიც სოფლის მეურნეობის სფეროში ოპერირებენ. მოხარული ვართ, რომ თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით საქართველოში ჩითილების პირველი საწარმო იფუნქციონირებს", - განაცხადა თიბისი ლიზინგის დირექტორის მოადგილემ, ნატო ტორონჯაძემ. ,,მზა ჩითილი" კომპანია WG Techno - წყლისა და გაზის ტექნოლოგიების მიერ დაფუძნდა, რომელიც თანამედროვე სარწყავი სისტემების პირველი და ყველაზე დიდი მიმწოდებელია საქართველოში. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: www.mzachitili.ge
(R)
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)