21:27 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-26 10:36:57, 2146 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირი - ე.წ. სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენები ხაზს უსვამს, რომ საჭიროა, დამატებითი ზომები იქნას მიღებული

ევროკავშირი ე.წ. სამხრეთ ოსეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

კერძოდ, გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუაშვილის გარდაცვალებით შეშფოთებულია:

"ღრმა შეშფოთებას გმოვთქვამთ, საქართველოში, კერძოდ კი, ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს. ევროკავშირი მზად არის, სადამკვირვებლო მისიის და ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე გამოძიებას მხარი დაუჭიროს. მისიის ცხელი ხაზი კლავ აქტიურად გამოიყენება.

საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის გათავისუფლების შემდეგ, ველით, რომ ცხინვალის დე-ფაქტო ხელისულება უზრუნველყოფს მათ გადასვლას ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

აღნიშნული მოვლენები ხაზს უსვამს, რომ დამატებითი ზომები უნდა იქნას მიღებული, რათა პროცესი გაჭვირვალედ ჩატარდეს და მაღალი ნდობით სარგებლობდეს.

ევროკავშირი აგრძელებს მტკიცე მხარდაჭერას, რათა საქართველომ მშვიდობიანი გზით გააგრძელოს კონფლიქტების დარეგულირება, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფორმატში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics