|
2015-05-16 10:07:33, 619 ნახვა
საზოგადოება
სასაზღვრო პოლიციის N3 სამმართველოს გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N3 სამმართველოს (წითელი ხიდი), საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის, ქართული სექტორის, მე-10 კლასის, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლეები ეწვივნენ. შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა მოზარდებს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურა და მუშაობის სპეციფიკა გააცნეს. მათ ასევე დაათვალიერებინეს მესაზღვრეთა პირადი შეიარაღება და ტრანსპორტი. სამმართველოს თანამშრომლები მოსწავლეებს მესაზღვრის პროფესიის შესახებ ესაუბრნენ და საზღვრის დაცვის თანამედროვე ტექნოლოგიები გააცნეს. სტუმრებმა ასევე მოინახულეს კინოლოგიური სამსახური. ვიზიტის ბოლოს, მოსწავლეებმა დაათვალიერეს სახმელეთო საზღვრის ზოლი და სათვალთვალო კოშკურა. ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეთათვის მესაზღვრის საქმიანობის გაცნობა და საზღვრის დაცვის საკითხებში მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება. პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ მიზანია არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია, უსაფრთხოების საკითხებზე მათი სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობა, მართლმსაჯულების საკითხების შესახებ მოზარდთა ინფორმირებულობის გაზრდა და მოსწავლეებში სამართალდამცავი უწყების მუშაობის შესახებ რეალური წარმოდგენის შექმნა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)