|
2018-02-24 09:40:34, 1669 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე: მიუხედავად საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული ქმედებებისა, ჩვენ არ გადავუხვევთ სამშვიდობო პოლიტიკას
„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო ფორმატს, რათა ამ ფაქტთან დაკავშირებით მოხდეს დროული და ადექვატური რეაგირება“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ცხინვალში გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გაგრძელდება აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ შეიქმნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მექანიზმები. მისივე თქმით, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და სასწრაფოა ამგვარი მექანიზმების შექმნა. „პირველ რიგში მინდა გამოვხატო ღრმა მწუხარება და მივუსამძიმრო გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს, ახლობლებსა და მთელ საქართველოს, რადგანაც ყველას გვტკივა და განვიცდით, ჩვენი ტერიტორიებისა და რეგიონების ოკუპაციის კიდევ ერთ ძალიან მძიმე შედეგს. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო ფორმატს, რათა ამ ფაქტთან დაკავშირებით მოხდეს დროული და ადექვატური რეაგირება. რა თქმა უნდა ეს ფაქტი ძალიან მძიმეა ყველა ჩვენგანისთვის, მაგრამ ამასთან ერთად მინდა განვაცხადო, რომ მიუხედავად საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული ქმედებებისა, ჩვენ არ გადავუხვევთ სამშვიდობო პოლიტიკას და გავაგრძელებთ ქმედებებს, რომელიც მიმართულია ჩვენი საზოგადოების გაერთიანებისკენ და ვერანაირი დაბრკოლება ამ პროცესს ხელს ვერ შეუშლის", - აღნიშნა მინისტრმა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით ასევე, შემაშფოთებელია ის ინფორმაცია, რომელიც არსებობს საქართველოს ორი მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით. როგორც მინისტრმა აღნიშნა ქართული მხარე მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ამ პროცესში ჩართულები არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. „საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, ყველა საერთაშორისო ბერკეტის გამოყენებით, ჩვენ გავაგრძელებთ იმ პროცესს, რომელიც გააერთიანებს და შეარიგებს ჩვენ საზოგადოებებს და არ მისცემს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ამ პროცესის ხელის შეშლის შესაძლებლობას", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)