|
2018-02-23 19:13:47, 1983 ნახვა
კომენტარი
ტოივო კლაარი: შეშფოთებული ვარ ცხინვალის ციხეში არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვით
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ტოივო კლაარი ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა. როგორც კლაარი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, აღნიშნული ფაქტი შემაშფოთებელია. „ძალიან შეშფოთებული ვარ ცხინვალის ციხეში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვით. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ცხელი ხაზი აამოქმედა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაფირების ფორმატის ფარგლებში ფაქტები დადგინდება“, - წერს ევროგაერთიანების სპეციალური წარმომადგენელი. ცნობისთვის, ცხინვალის საავადმყოფოში გვიან ღამით, საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,საოკუპაციო რეჟიმმა 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)