|
2018-02-23 15:13:44, 1635 ნახვა
კომენტარი
სამადაშვილი: როცა ვსაუბრობთ, რომ სახელმწიფო ყველას ერთნაირად უნდა იცავდეს, რა პასუხს ვცემთ მაჩალიკაშვილის მშობლებს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, განურჩევლად ყველა ადამიანის სიცოცხლე დაცული და ძვირფასი უნდა იყოს. როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, არ ჩანს, რომ სახელმწიფო ყველას სიცოცხლეს ერთნაირად იცავს. მაგალითისთვის მან მოიყვანა თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტი და ოსეთში არჩილ თათუნაშვილის მკვლელობა. სალომე სამადაშვილი დაინტერესდა, „რას აკეთებს სახელწმიფო იმისთვის, რომ პასუხი გასცეს საზოგადოებას- რატომ აღმოჩნდა არჩილ თათუნაშვილი წამებით მოკლული ოსების ხელში“. „უნდა შევთანხმდეთ, რომ ყველა ადამიანის სიცოცხლე და თავისუფლება ერთნაირად დაცულია და ძვირფასია. ჩვენს სახელმწიფოში დიახ, სამწუხაროდ, პირველად არ ხდება, რომა დამიანის უფლებების უგულებელყოფა ხდება, მიაჩნიათ, თუ არა, რომ ის ადამიანები, რომლის უფლებებსაც დღეს დღევანდელი სახელმწიფო თელავს ფეხქვეშ, ნაკლებად იმსახურებენ სახელმწიფოს დაცვას. როცა ვსაუბრობთ, რომ სახელმწიფო უნდა იცავდეს ყველას სიცოცხლეს ერთნაირად, რა პასუხს ვცემთ დღეს ამ დარბაზიდან, ან მოამავლში რა პასუხის გაცემას ვაპირებთ პანკისში მოკლული ახალგაზრდის მშობლებისთვის, იმიტომ,რომ მიუხედავად იმისა, სახელმწიფოს რა ლეგიტიმური ინტერესი ჰქონდა, ან არ ჰქონდა, რომ სპეცოპერაცია ჩაეტარებინა, ფაქტია, რომ მოკლულია ახალგაზრდა ადამიანი და დღემდე ვერ გავიგეთ პასუხი, რა მოხდა, მაინტერესებს გაინტერესებთ თუ არა თქვენ, რომ დღეს წამებით მოკლეს არჩილ ტატუნაშვილი ოსეთში, რომელიც არის ჩვენი ოფიცერი, რას აკეთებს სახელწმიფო იმისთვის, რომ პასუხი გასცეს საზოგადოებას, რატომ აღმოჩნდა ეს ადამიანი წამებით მოკლული ოსების ხელში. მნიშვნელოვანია თუ არა თქვენთვის არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლე.როდესაც დავინახავთ, რომ თქვენთვის ყველა სიცოხლე ღირებულია,შემდეგ დავიჯერებთ იმას, რომ გსურთ რეალურად ჩვენ ვიცხოვროთ სახელწმიფოში, სადაც კანონის უზენაესობა არსებობს“,-აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)