|
2018-02-21 17:25:38, 1872 ნახვა
კომენტარი
ბექა ოდიშარია: დღეს ვეტო უნდა დაიძლიოს და საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი შანსი მიეცეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა ოდიშარიას განცხადებით, ვეტოს დაძლევა მმართველი გუნდის თვითმიზანი არ არის. თუმცა, ოდიშარის განმარტებით, ვერ მოისმინა რეალური არგუმენტები, რატომაც შემოთავაზებული ცვლილებები ძალაში არ უნდა შევიდეს. ამიტომ, ოდიშარია მიიჩნევს, რომ პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო უნდა დაძლიოს: „გაუგებარია, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ავითარებს ისეთ ლოგიკას, როდესაც ვქმნით რაღაცა მტრის ხატს იმისგან, რომ შეიძლება საერთო საზოგადოებრივი ქონება, რომელიც არის საზოგადოებრივი მაუწყებლი, მისი გაძლიერება დაიხატოს აპოკალიპტურ ფერებში და ამას დავუპირისპიროთ ღირებული, ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა კერძო ბიზნესად არსებული სხვადასხვა მედიასაშუალებები, რომელთა დემოკრატიულ გარემოში მოღვაწეობის ერთ-ერთ გარანტად, ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე, მართალც მიმაჩნია დღევანდელი ხელისუფლება. ქალბატონმა ანამ მხოლოდ ისლანდია ახსენა და არა ის დანარჩენი ოთხათეულზე მეტი ქვეყანა, რომელიც ნახსენებია ევროპის მაწუყებელთა კავშირის ანგარიშში და რომელიც ზურგს უმყარებს წარმოდგენილ ცვლილებებს. აქ იკითხება რაღაც შეტევა მაუწყებელზე, როგორც კონკურენტზე. ვფიქრობ, რომ არ იყოს საუბარი რეკლამაზე, კომერციულ საქმიანობაზე, მაშინ ასეთივე წარმატებით დააყენებდნენ საკითხს დაფინანსებაზე. გაუგებარია პოლიტიკური განცხადებები და გრძნობებით სავსე რაღაც ლოზუნგები, როდესაც შემოთავზებული ცვლილებები საპირისპიროა. არასოდეს ყოფილა ჩემი და ჩემი კოლეგების თვითმიზანი ვეტოს დაძლევა, მიმაჩნია, რომ დღეს ვეტო უნდა დაიძლიოს და მაუწყებელს ახალი შანსი მიეცეს“,-განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)