|
2018-02-21 17:00:13, 1507 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე: „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი GDS-ის სარდაფებში შეიქმნა
„მაუწყებლონიოს შესახებ კანონი პარლამენტში არ შექმნილა და ტყუილად იბრალებთ ავტორობას. ეს კანონი შეიქმნა, სადღაც GDS-ის ფარდულებში და სარდაფებში და ეს კანონი შემოგაჩეჩეს ხელში“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციუონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. როგორც დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტის მიღება პარლამენტს არ სურს და ის მთავრობის დავალებას ასრულებს. „თქვენ კანონებს გაჩეჩებდათ ხელში მთავრობა და ჯანდაბას, რაღაცა მაინც ღირსების მომენტი შეიძლება შენარჩუნებული იყოს როცა მთავრობის კანცელარია ხარ. მაგრამ დღეს თქვენ, საზმაუს ფილიალის თუ დამფუძნებლის, თუ ივანიშვილის მიერ GDS-ს მიერთევული ტელევიზიის ფილიალი გახდით. თქვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს ვერ გაუწიეთ წინააღმდეგობა, მიუხედავად იმის არომ ამ კანონის მიღება არცერთ თქვენგანს არ უნდა. არავის არ გინდათ, იცით რომ აკეთებთ ძალიან ცუდს. მაგრამ იცით რომ უნდა გააკეთოთ, რადგან ზემოდან გაქვთ დავალება. აი ეს არის მთელი რეალობა ამ კანონისა და გულში ყველას გრცხვენიათ“,- განაცხადა რომან გოცირიძემ. დეპუტატის თქმით, საზოგადებრივ მაუწყებელში იმ კომპანიებიდან შევა ფული, რითაც მთავრობა ფინანსდებოდა არჩევნების დროს. „საზოგადოებრივ მაუწყებლში ისე შევა ფული, როგორც თქვენ საარჩევნო ყულაბაში მოდიოდა იმ ფირმებიდან, რომლებიც იმარჯვებდნენ ტენდერებში და თქვენი დაფინანსების 80 % ტენდერებში გამარჯვებული კომპანიებით არის შევსებული. აი ასე ამ კომპანიებს დაავალდებულებთ, რომ რეკლამა გაუშვან. 1,2 მილიარდი ლარი იხარჯება ინფრაქსტრუქტურისთვის, მილიარდი ლარი იხარჯება გზებზე და ამ გზების კომპანიებს ეტყვით რომ მიდით და 100 000 ლარიანი რეკლამები მიეცით ტელევიზიას და აი ასე საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდება სახელმწიფოს მიერ ძალდატანებული კომპანიების რეკლამის მომზიდველი. ეს რეკლამა ბუნებრივია არ მივა კერძო ტელევიზიებთან. 60 მილიონი გახდება მომავალ წელს საზმაუს ბიუჯეტი, რაც უმაღლეს განათელებაში ჩადებული ბიუჯეტის ნახევარია და რა სარგებლობა მოაქვს ამ საზოგადოებრივ მაუწყებელს? უყურებთ რო? ოდესმე გინახავთ გადაცემა?“,- აღნიშნა გოცირიძემ. მისივე თქმით, საქართველოში ყველა ტელევიზია წნეხის ქვეშაა. „დღეს ფაქტობრივად არ არსებობს ტელევიზია, რომ არ განიცდიდეს წნეხს. ზოგი ფინანსურ წნეხს, იმიტომ რომ რეკლამებს უზღუდავთ და არასასურველ ტელევიზიებად აცხადებთ მათ. დღეს სამწუხაროდ, ყველა ტელევიზიის უკან დგას ბიზნესი და ყველა ტელევიზია არის დოტაციაზე და მიუხედავად ამისა, რომ შესაძლებელია ესენი ფინანსდებოდნენ ბიზნესის მხრიდან ჩვენ ყოველთვის დავიცავთ მათ“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)