|
2018-02-21 15:30:16, 1602 ნახვა
კომენტარი
ნაცვლიშვილი: ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვა ქვეყნის მაუწყებელთან შედარება აჩვენებს, რომ ეს კანონი პრობლემურია
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მოწყობასთან დაკავშირებით, მსოფლიოში ერთიანი სტანდარტი არ არსებობს. როგორც ნაცვლიშვილმა პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვისას აღნიშნა, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელის სხვა ქვეყნის მაუწყებელთან შედარებისას, რამდენიმე საკითხია გასათვალისწინებელი: „არ არსებობს ერთი უნივერსალური მოდელი არც ევროპაში და არც ევროპის მიღმა, როგორ უნდა მოეწყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი იმიტომ, რომ ეს არის მრავალკომპონენტიანი საკითხი. მათ შორის, მარტო ბიუჯეტიც რომ ავიღოთ, ეს არის მრავალკომპონენტიანი საკითხი და მხოლოდ იმის შედარება, სად პირობითად რამდენია ეთერში რეკლამის პროცენტი, ჩვენ სრულ სურათს ვერ მოგვცემს. თუ გვინდა, შევადაროთ ჩვენი საზოგადოებრივი სხვა ქვეყნების საზოგადოებრივ მაუწყებელს, მინიმუმ რამდენიმე საკითხში უნდა შევადაროთ. პირველი მათი დაფინანსება რამდენია სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საქართველო თუ ედრება რეკლამის ნაწილში სხვა ქვეყნებს, მაშინ სახელმწიფო ბიუჯეტიდან რამდენია მისი დაფინანსება, აქედან უნდა დავიწყოთ მსჯელობა“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა. მან დეპუტატებს ევროპის მაწუყებელთა კავშირის მიერ მომზადებული დოკუმენტი გააცნო, რომელიც 2017 წელს გამოქვეყნდა. ნაცვლიშვილის თქმით, ის აჩვენებს, რომ ერთადერთი ქვეყანა, სადაც ბაზრის ნახევარზე მეტი აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს ბიუჯეტი, ისლანდიაა. „და ამ ქვეყანაში ეთერის 5%-ზე ნაკლები ეთმობა რეკლამას.ერთადერთი ქვეყანაა ის, რომელიც საქართველოს მსგავსად არის ბაზრის წილის 50%-ზე მეტის მიმღები და იქ სულ სხვა ტიპის რეგულაციებია, ვიდრე პარლამენტის მიერაა შემოთავაზებული. ამიტომ, შედარება ნაცვლად იმისა, რომ ამ კანონს ამყარებდეს, პირიქით აჩვენებს, რომ ეს კანონი არის პრობლემური, მათ შორის სხვა ქვეყნების პრაქტიკასთან შედარების კონტექსტში“,-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)