11:20 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-19 12:11:48, 1397 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: არგუმენტები, რომ ჩვენ პრეზიდენტის ვეტო გავიზიაროთ, შედარებით სუსტია

„არგუმენტები, რომ ჩვენ გავიზიაროთ პრეზიდენტის ვეტო, შედარებით სუსტი“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხზე მმართველი გუნდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წინასწარ შეფასებას ვერ გააკეთებს:

„არის აზრთა სხვადასხვაობა უმრავლესობის შიგნით. საკმაოდ მყარი არგუმენტები იყო ერთ და მეორე მხარეს, მაგრამ საბოლოო შეხვედრებზე აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტის ვეტოს მხარდამჭერი არგუმენტები მაინცდამაინც სიმყარით არ გამოირჩევა. ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს და დღეს საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ. მე მოკლებული ვარ შესაძლებლობას წინასწარ გავაკეთო კომენტარი ამასთან დაკავშირებით, რადგან არ მინდა შევზღუდო თანაფრაქციელები ჩემი პოზიციით. ზოგადად ვფიქრობ, არგუმენტები, რომ ჩვენ გავიზიაროთ პრეზიდენტის ვეტო, არის შედარებით სუსტი. აქედან გამომდინარე, ჩემი პოზიცია დაახლოებით  გასაგებია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში პარლამენტში მხოლოდ მესიჯბოქსებით დადიან და არა მყარი არგუმენტებით.

"თუ ადამიანები ამბობენ რომ 2012-13 წლების შემდეგ სარეკლამო ბაზარმა იკლო, ეს არ არის მართალი და აქედან გამომდინარე, ამ არგუმენტის გამოყენება საფუძვლად სხვა დანარჩენი პოზიციისა, რომელიც ამყარებს პრეზიდენტის პოზიციას, არის შეუძლებელი.  ასეთივე არგუმენტები ხმოვანდებოდა ბოლო დღეების განმავლობაში. ადამიანები პარლამენტში მოდიან საკამათოდ მხოლოდ მესიჯბოქსებით და არა მყარი არგუმენტებით", - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით მსჯელობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics