|
2018-02-08 22:10:01, 2231 ნახვა
პოლიტიკა
მახარობლიშვილი: მოვუწოდებთ ყველა ჩვენს მოქალაქეს, ვიზალიბერალიზაციის მხოლოდ დაშვებული პირობებით ისარგებლონ
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, გერმანიის ერთ-ერთი მიწის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების მოთხოვნას გამოეხმაურა. მახარობლიშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, ვიზალიბერალიზაციის მხოლოდ დაშვებული პირობებით ისარგებლონ, რაც შენგენის ქვეყნებში მხოლოდ ტურისტული და მოკლე ვადიანი ვიზიტით გამგზავრებას გულისხმობს. „ჩვენ გულისყურით ვეკიდებით ჩვენი პარტნიორების წუხილს. ჩვენ გვაქვს გერმანიასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში. გასულ წელს შესაბამისი შეთანხმებაც გაფორმდა. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ გერმანიის არამარტო ცენტრალურ ხელისუფლებასთან, არამედ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ცალკეულ მიწებთან. გასულ წელს რანდენიმე მხარეში გაიმართა საქართველოს შს მინისტრის ვიზიტი და მათ შორის ოთხ მიწასთან გაფორმდა თანამშრომლობის შეთანხმება. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით თანამშრომლობას და ასევე, აქტიურად ვიმუშავებთ რეინ-ვესტფალიის მთავრობასთან. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ყველა ნაბიჯი იდგმებოდეს საერთო ინტერესებიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ გააცნობიეროს პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდნენ ამ მონაპოვარს, რომელიც საერთო ძალისხმევის შედეგია. ასევე გასათვალისწინებელია, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და თავშესაფრის არალეგიტიმური მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან. ხშირად, მოქალაქეები შეცდომაში არიან შეყვანილი, ცრუ დაპირებებით კერძო პირების მხრიდან, რის შედეგადაც ქვეყნისთვის ზიანის გარდა, პირად ფინანსური ზარალსაც იღებენ. ამიტომ მოვუწოდებთ ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომ ვიზალიბერალიზაციის მხოლოდ დაშვებული პირობებით ისარგებლონ, რაც გულისხმობს მხოლოდ ტურისტული და მოკლე ვადიანი, 90 დღიანი ვიზიტით, შენგენის ქვეყნებში გამგზავრებას“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა. შეგახსენებთ, გერმანიაში, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მთავრობამ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება მოითხოვა.
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)