|
2018-02-08 10:31:18, 1591 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატებისგან
„საქართველოს პარლამენტის სახელით მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებისა და მეგობრობის გაღრმავებისთვის",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აშშ-ს კონგრესში, მის საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე განაცხადა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს საქართველოს მხარდაჭერისა და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ძალიან კარგი მეგობარია. „დემოკრატიის განვითარებისთვის შთაგონებას საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან იღებს და ასეა ადრეული 90-იანი წლებიდან. მადლიერები ვართ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისა და ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერების მხარდაჭერისთვის. მადლიერები ვართ ჩვენი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, უსაფრთხოების კუთხით გაწეული მხარდაჭერისთვის, ფინანსური დახმარებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარებისთვის",- მიმართა მოწვეულ სტუმრებს პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი შეფასებით, გასული წელი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, გამორჩეული იყო. ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასა და კონგრესს ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი მტკიცე გზავნილებისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, ორი ქვეყანა საერთო ღირებულებებს იზიარებს, რაც ორმხრივ ურთიერთობას კიდევ უფრო აძლიერებს. „ ეს ღირებულებებია ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის პატივისცემა, თავისუფალი ვაჭრობა, ლიბერალური ეკონომიკა, და რაც მთავარია, დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებები. ეს ის ღირებულებებია, რომლებსაც თანამშრომლობა ეფუძნება და სწორედ ეს აძლიერებს ჩვენს ურთიერთობას. სიმბოლურია, რომ გვმასპინძლობს წარმომადგენელთა პალატასთან არსებულმა კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობა, რომელიც საქართველოს პარლამენტის განსაკუთრებული მხარდამჭერია. ჩვენ ვსარგებლობთ ორპარტიული მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატებისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული მთავრობის მხრიდან მხარდაჭერა, არამედ ესაა მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ძალიან ვაფასებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას. გვჯერა, რომ საქართველო წარმატებული ქვეყანაა ამ მიმართულებით და გვჯერა, რომ ორმხრივი ურთიერთობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. გვწამს, რომ საქართველო ერთგული სტრატეგიული პარტნიორობის საუკეთესო მაგალითია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ჩვენს რეგიონში და გვაქვს ამ სტატუსის შენარჩუნების ამბიცია",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველო ძალისხმევას არ იშურებს გლობალური განვითარების, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საკუთარი წვლილის შესატანად. „ჩვენ ვიბრძვით გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, სხვადასხვა წერტილში, მათ შორის, ავღანეთში, სადაც ქართველ ჯარისკაცებს წვლილი შეაქვთ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამაყები ვართ ამ კონტრიბუციით. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ, ამავდროულად, გვაქვს ამბიცია, რომ შევიტანოთ ჩვენი წვლილი გლობალური განვითარების, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს რეგიონში საერთო ინტერესები აქვს და ესენია: სტაბილურობა, ენერგოუსაფრთხოება, სატრანზიტო პოტენციალის განვითარება. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამ მიმართულებებით თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაში. „ჩვენ წელს აღვნიშნავთ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლისთავს. 1918 წელს ჩვენ დავაფუძნეთ პირველი ქართული რესპუბლიკა და უნდა აღვნიშნო, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ვამაყობთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრობით და საქართველოს პარლამენტის სახელით, მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებისა და მეგობრობის გასაღრმავებლად",- მიმართა დამსწრეებს ირაკლი კობახიძემ. მიღებას, რომელიც ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გაიმართა, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარემ, დევიდ პრაისმა უმასპინძლა. ღონისძიებას კონგრესისა და სენატის წევრები, ასევე, ექსპერტები დაესწრნენ.
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)