18:21 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-07 18:00:39, 2167 ნახვა

სამართალი
ბიზნესომბუსმენმა „ბადაგონში“ მიმდინარე პროცესი პირად კონტროლზე აიყვანა

„პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპანია „ბადაგონში“ მიმდინარე პროცესი პირად კონტროლზე ამყავს", -ამის შესახებ  საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. 

როგორც ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საგამოძიებო მოქმედებებს „ბადაგონში“ მიმდინარე საწარმოო პროცესი არ შეუჩერებია და მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ აღნიშნული პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვა უზრუნველყოს. 

ბიზნესომბუდსმენის თქმით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მას საქმის პირად კონტროლზე აყვანა დაავალა.

„პრემიერის დავალებით, პირად კონტროლზე იქნება აყვანილი კომპანია „ბადაგონში“ მიმდინარე პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის ფუნქციონირებას ხელი არ შეეშალოს. როგორც ჩემთვის ცნობილია, საგამოძიებო სამსახურის მოქმედებებს არ შეუჩერებია კომპანიის საწარმოო პროცესი და მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ გააგრძელოს სრულფასოვანი ფუნქციონირება. ჩვენ აუცილებლად შევხვდებით „ბადაგონის“ დამფუძნებლებს, საკითხის დეტალურად შესწავლის მიზნით,“- განაცხადა ლექვინაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შპს „ბადაგონის“ მიერ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პენიტენციური ამტკიცებს რომ დავით ფეიქრიშვილმა მინები ჩაამტვრია და თვითდაზიანება სცადა, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა
ივანიშვილის წარმომადგენელი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს ჰიტლერს ადარებს და მათი აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს
ძმები ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი - შვილები არ მომიკვდეს მე კამერაში. იცოდეთ შვილები არ მომიკვდეს
ადვოკატი - დავით ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანებები აქვს, გოგამ თვითდაზიანება მიიყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics