19:10 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-06 17:58:04, 1703 ნახვა

სამართალი
დაბა ტაბახმელას ტყეში ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცი თავდაცვის სამინისტროს ქვეითი ბატალიონის ოცეულის მეთაურია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაბა ტაბახმელას ტყეში ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცი თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის ოცეულის მეთაურია. 

როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, 28 იანვარს პოლიციას მიმართა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის ოცეულის მეთაურის თ. ს.-ს ოჯახის წევრმა და განაცხადა, რომ თ.ს. სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

"მიღებული შეტყობინების საფუძველზე, პოლიციამ, თ. ს.-ს ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, სხვადასხვა სახის ძებნის ღონისძიებები ჩაატარა, გადამოწმდა საავადმყოფოები, დაკარგული პირის შესახებ ინფორმაცია დაეგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ოპერატიულ დანაყოფს, შეიქმნა სამძებრო საქმე. 3  თებერვალს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, მაშველებთან ერთად,  დაათვალიერეს დაბა კოჯორში, გ.ანწუხელიძის სახ.სერჟანტთა სასწავლებელის მიმდებარე ტერიტორიაზე  ტყის მასივი. 4 თებერვალს დაბა ტაბახმელის ტყეში,  მოქალაქემ,  რომელიც ცხვრის ფარას მწყემსავდა,  თ.ს. გარდაცვლილი იპოვა (ხეზე იყო ჩამომხრჩვალი). ცხედარს ძალადობის ნიშნები არ ეტყობოდა. აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-6 განყოფილება გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი საუდის არაბეთში ჰუსიტების თავდასხმებისგან დასაცავად Typhoon-ის გამანადგურებლებს გაგზავნის
პენიტენციური ამტკიცებს რომ დავით ფეიქრიშვილმა მინები ჩაამტვრია და თვითდაზიანება სცადა, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა
ივანიშვილის წარმომადგენელი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს ჰიტლერს ადარებს და მათი აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს
ძმები ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი - შვილები არ მომიკვდეს მე კამერაში. იცოდეთ შვილები არ მომიკვდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics