|
2018-02-05 15:40:08, 1713 ნახვა
პოლიტიკა
მოგერინი: საქართველო ყველა მიმართულებით ვითარდება და მას შეუძლია, ჰქონდეს ევროკავშირის იმედი
საქართველო ევროკავშირის კარგი და ღირებული პარტნიორია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მოგერინიმ აღნიშნა, ევროკავშირი საქართველოს მიერ გატარებული რეფორმებით კმაყოფილია. მისივე განცხადებით, ქვეყნის მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. ფედერიკა მოგერინიმ იმ საკითხებზეც ისაუბრა, რომელიც გასული წლის განმავლობაში თანამშრომლობის საფუძველზე წარმატებით წარიმართა. "ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. რამდენიმე თვის წინ ჩავატარეთ ძალიან წარმატებული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რომელშიც საქართველო სრულფასოვნად იყო ჩართული. ჩვენი ურთიერთობები არის ბრწყინვალე და თანამშრომლობა მშვენივრად ვითარდება. ამ დროის განმავლობაში ურთიერთობის შედეგად მივიღეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, ასევე ვიზალიბერალიზაცია. წლების წინ ამაზე მხოლოდ ვმსჯელობდით ახლა კი, ეს ჩვენი რეალობაა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროკავშირი მონდომებულია ამ პარტნიორობის პოტენციალი მაქსიმალურად განავითაროს. დღეს ვხედავთ იმ პროგრესს, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მივიღეთ. ქვეყანა ყველა მიმართულებით ვითარდება და მას შეუძლია ჰქონდეს ევროკავშირის იმედი. ჩვენ ვიხილეთ საკონსტიტუციო ცვლილები, ასევე ქვეყანაში დემოკრატიულად ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა მედიის თავისუფლების საკითხზე, ასევე კანონის უზენაესობის განმტკიცების საკითხზეც, ამიტომ საქართველოს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ. ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს სრულად მხარს უჭერს. ორგანიზაციას არ შეუძლია არ დააფასოს ის წინსვლა და განხორციელებული რეფორმები, რომელიც ქვეყანაში ჩატარდა. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი საქართველოს სავაჭრო პარტნიორია და ამის ფარგლებში სულ უფრო მეტი ქართული პროდუქტი იყიდება ევროპის ქვეყნებში და ხალხს მასზე წვდომა აქვს. ასევე, ძალიან გვიხარია, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საშუალება შენგენის ზონაში მოგზაურობა. 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შეძლო მოგზაურობა. ამ კუთხით, თანამშრომლობა დადებითად უნდა შეფასდეს", - განაცხადა მოგერინიმ. მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოსთან თანამშრომლობას თავდაცვის კუთხითაც გააგრძელებს. "ჩვენი დიდი ინტერესია, რომ არსებულ ურთიერთობებში ინვესტიციების ჩადება განვაგრძოთ და მივიღოთ ის დადებითი შედეგები, როგორსაც აქამდე ვიღებდით", - დასძინა მოგერინიმ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოს დელეგაციას საინტერესო შეხვედრისთვის და კარგი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)