|
2018-02-05 10:02:23, 1853 ნახვა
სამართალი
ადვოკატი ყოფილი თანაკლასელების დაჭრაში ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს
ე.წ. წითელი ბაღის ტერიტორიაზე, #35-ე სკოლის ორი მოსწავლის დაჭრაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ადვოკატი დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ირმა ჭკადუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან თანამშრომლობს, თავად გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში და მიუთითა დანაშაულის იარაღზე. ამიტომ, ჭკადუა ფიქრობს, რომ მეორე ინსტანციის სასამართლომ არასრულწლოვანს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი უნდა შეიცვალოს. შეგახსენებთ, 31 იანვარს ყაზბეგის გამზირზე, "წითელ ბაღში" #35-ე სკოლის 2 მოსწავლე დაჭრეს. სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით 2000 წელს დაბადებული ა.ნ. დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს თბილისში, ალ.ყაზბეგის გამზირზე, ე.წ. წითელი ბაღის ტერიტორიაზე, ა.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ყოფილ თანაკლასელებს - 2000 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს და 2000 წელს დაბადებულ ი.ც.-ს ცივი იარაღით მუცლისა და გულმკერდის არეში თითო ჭრილობა, ხოლო 2000 წელს დაბადებულ ლ.ხ.-ს ხელზე მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)