|
2018-02-02 19:56:34, 2032 ნახვა
პოლიტიკა
ეუთო-სა და ევროპის საბჭოში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო ქმედებებზე იმსჯელეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1305-ე და ეუთო-ს მუდმივი საბჭოს 1174-ე სხდომებზე, ქართული მხარის ინიციატივით, რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები განიხილეს. საგარეო უწყების ინფორმაციით, ორივე ორგანიზაციის ფარგლებში მონაწილე სახელმწიფოთა წარმომადგენლებს ქართულმა მხარემ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის სახელმწიფო დუმის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გაერთიანების თაობაზე ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებაზე. აგრეთვე, ახალგორში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საბაჟო პუნქტის გახსნისა და სოხუმში რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ე.წ. სპეციალიზებული საბაჟო პოსტის შექმნის თაობაზე. "ქართულმა მხარემ დაგმო რუსეთის ქმედებები და როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული მორიგი უკანონო ნაბიჯი ისე შეაფასა. აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ზემოაღნიშნული პოლიტიკა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ასევე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში პროგრესის მიღწევას. საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა ორივე ორგანიზაციის ფარგლებში. ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ ევროპის საბჭოში ევროკავშირის, უკრაინის, პოლონეთის, ესტონეთის, გაერთიანებული სამეფოს, ლიტვის, საფრანგეთის, ფინეთის, ლატვიის, გერმანიის, ჩეხეთის და მოლდოვას დელეგაციები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ზემოაღნიშნული ქმედებები წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის მცდელობას და შესაბამისად, საჭიროებს მყისიერ და მკაცრ რეაგირებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. დელეგაციებმა დაგმეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გაერთიანების თაობაზე ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება. მათ ასევე ცალსახად დაგმეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, კერძოდ ახალგორში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საბაჟო პუნქტის გახსნა და სოხუმში რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ე.წ. სპეციალიზებული საბაჟო პოსტის შექმნა. ელჩებმა თავიანთ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევ მხარდაჭერას და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, აშშ-ს, კანადის და უკრაინის დელეგაციებმა. ევროკავშირის სახელით გაკეთებულ განცხადებას ასევე მიუერთდნენ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სან მარინო, უკრაინა და მოლდოვა. კანადის დელეგაციის განცხადებას ისლანდია და ნორვეგიაც მიუერთდა. გამომსვლელებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა ერთხმად გამოხატეს, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, დაგმეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო ქმედებები და აღნიშნეს, რომ არ აღიარებენ ლეგიტიმურად რუსეთის მიერ რატიფიცირებულ ხელშეკრულებას გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფებების შექმნის შესახებ. კანადისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა მოუწოდეს რუსეთს, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეს, ხსენებული ხელშეკრულების გაუქმებისკენ. გამომსვლელებმა ასევე მოუწოდეს რუსეთს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ. ევროკავშირის, ისლანდიის, ნორვეგიისა და კანადის დელეგაციებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედებები ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მიმართულ მცდელობებს. მათ ასევე ხაზი გაუსვეს საქართველოში ეუთო-ს სრულფასოვანი მისიის აღდგენის საჭიროებას. უკრაინის დელაგაციამ განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას და აგრეთვე, შავი ზღვის რეგიონის დესტაბილიზაციისა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის მოშლისკენ მიმართული პოლიტიკის გაგრძელებას. უკრაინამ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას გაიყვანოს საკუთარი საჯარისო ფორმირებები და საოკუპაციო ადმინისტრაციები საქართველოსა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)