|
2015-05-13 16:59:31, 477 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი აშშ-ს ატლანტიკური საბჭოს დელეგაციას შეხვდა
რიგის სამიტისთვის მზადების პროცესი და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები იყო პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭოს დელეგაციის შეხვედრის ძირითადი თემები. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების პრიორიტეტულ თემებზე იმსჯელეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს. ყურადღება გამახვილდა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღწეულ პროგრესზე. მთავრობის მეთაურის განმარტებით, საქართველო განაგრძობს ყოვლისმომცველი რეფორმის განხორციელებას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს ვიზიტის მიზანია ახალი ინიციატივის წამოწყება, რომელიც მიმართულია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების ხელშეწყობისკენ. მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას საქართველო. საუბარი შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობას. აღინიშნა საქართველოს როლი საერთაშორისო ანტიტერორისტულ მისიებში. ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს დელეგაციას მადლობა გადაუხადა შეერთებული შტატების მხარდაჭერისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის. ქართული მხრიდან შეხვედრას ვიცე–პრემიერი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)