19:39 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-25 12:40:36, 2554 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი: ოლიგარქები ბოლოს მოუღებენ უკრაინას, რადგან ქვეყანა შესაძლოა მალე ნაწილებად დაიშალოს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით,  უკრაინის ხელისუფლება ბოლო ერთი წლის განმავლობაში მისი ქვეყნიდან გაძევებას სხვადასხვა უკანონო მეთოდებით ცდილობს, - ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა გერმანულ ტელეკომპანია Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, მისი მთავარი მიზანი შედეგების მიღწევაა. მან ასევე საქართველოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებულია.

„მაიდნის შემდეგ ვერავინ შეძლო კიევის ქუჩებში ამდენი ხალხის მობილიზება, როგორც ეს ჩვენ შევძელით. საზოგადოების თანადგომის გარეშე ჩვენ ბევრს ვერ მივაღწევთ. იმ დროს როდესაც სასამართლო სისტემა მარცხს განიცდის, არ მუშაობს სახელმწიფო ინსტიტუტები, შენი გზავნილის გავრცელების ერთადერთი გზა ხალხთან ურთიერთობაა. შემიძლია დღესვე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში წავიდე. მაგრამ როდესაც ოლიგარქები იმარჯვებენ საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინაში და ზოგადად მსოფლიოში, ჩვენ არ გვაქვს უფლება დავნებდეთ. ოლიგარქები ბოლოს მოუღებენ უკრაინას, რადგან ქვეყანა შესაძლოა მალე ნაწილებად დაიშალოს. მე არ შემიძლია დავჯდე ჰოლანდიაში და ამ პროცესებს შორიდან ვუყურო. უკრაინას სჭირდება ცვლილებები“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics