21:21 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-24 17:18:01, 2447 ნახვა

სამართალი
ანატოლი ბერძენიშვილის ოჯახი დახმარების თხოვნით სახალხო დამცველს მიმართავს

ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილის დის, ტატიანა ბერძენიშვილის განცხადებით, ოჯახი დახმარების თხოვნით სახალხო დამცველს მიმართავს.

როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, მის ძასთან ღამის პირველ საათზე სახაზინო ადვოკატი იმყოფებოდა, რომელმაც შემდეგ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.

"ჩემს ძმასთან ღამის პირველ საათზე სახაზინო ადვოკატი იყო შესული, გამოიტანა ცრუ განცხადება, რაც ჩემს ძმას მასთან არ ულაპარაკია. ვთხოვთ სახალხო დამცველს, რომ დაგვეხმაროს და გვერდში დაგვიდგეს. საქართველოში მეგობრობა არ შეიძლება? ზოგადად ჩემ ძმას ჩატაევთან არანაირი მეგობრობა არ ჰქონია და არც იცნობდა. რაც შეეხება ბიზნესს - ჩემს ძმასა და ხიზირ მარგოშვილს ცხვრებთან დაკავშირებით ჰქონდათ ბიზნესი, ასევე რკინის ქარხნის გაკეთება უნდოდათ. ჩატაევის დაჯგუფებასთან კავშირი არც ჩემს ძმას აქვს და არც ხიზირ მარგოშვილს", - განაცხადა ტატიანა ბერძენიშვილმა "ქრონიკის" ეთერში.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 22 იანვარს თბილისში, საქართველოს მოქალაქე ანატოლი ბერძენიშვილი დაააკავა. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე  დადგენილია, რომ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის  მესამე ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტერორიზმის დაფინანსებას ,ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს,რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად  17 დან 20 წლამდე  ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ევროპა ოპოზიციის აკრძალვის შესახებ მოსმენების წინ, დააკვირდება ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას
დიდი ბრიტანეთი საუდის არაბეთში ჰუსიტების თავდასხმებისგან დასაცავად Typhoon-ის გამანადგურებლებს გაგზავნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics