18:52 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-22 12:33:16, 2491 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის პოლიციამ სირიაში სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ აქციის მონაწილეები დაშალა

ანკარაში თურქეთის მიერ სირიის ტერიტორიაზე წამოწყებული სამხედრო ოპერაციის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა. 

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, დემონსტრანციები სტამბოლსა და ანკარაში გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სტამბოლში მინიმუმ 12 დემონსტრანტი დააკავეს.  

მიტინგი ანკარაში მას შემდეგ გაიმართა, რაც პრო-ქურთულმა პარტიამ  მოქალქეებს მოუწოდა ქუჩაში გამოსულიყვნენ და მთავრობის მიერ სირიაში დაწყებული ოპერაცია გაეპროტესტებინათ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა სირიაში ტანკები შეიყვანა. თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა 153 დარტყმა განახორციელეს. კერძოდ, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, აფრინის რაიონში, სადაც ქურთების პოზიციებია. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 32 კი დაშავდა თურქულ ქალაქ რეიჰანლიში სარაკეტო იერშის შედეგად, რომელიც აფრინის რაიონიდან განხორციელდა.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, მძიმე ტექნიკა "სირიის თავისუფლების არმიის" მხარდასაჭერად ქურთებს დაუპირისპირდება.

თურქეთის გენშტაბმა სამხედრო ოპერაციის სახელწოდებით “ზეთისხილის რტო” დაწყების შესახებ 20 იანვარს  განაცხადა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოპერაცია “სირიის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით” ჩატარდება. 

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები სირიის ტერიტორიიდან გაქცუელ ტერორისტებს დაედევნებიან.

„ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობენ ტერორისტები დამალვას. ისინი გაქცევას შეეცდებიან, ჩვენ კი მათ დავედევნებით. თურქეთის შეიარაღებული ძალები აფრინშიმიმდინარე სამხედრო ოპერაციას უახლოეს ხანში დაასრულებენ”, – განაცხადა ერდოღანმა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics