|
2015-05-13 11:24:56, 433 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის წევრებს შეხვდა
გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში, რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და საქართველო-გერმანიის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და გერმანიის ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან მეგობრობის ჯგუფის შეხვედრის მთავარი თემები. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმა გერმანიის ბუნდესტაგის წევრებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ რიგის სამიტის წინ მათ ვიზიტს საქართველოში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. “გერმანია არის ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობის განვითარებას. მიმაჩნია, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. მე ვიმყოფებოდი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში, სადაც მქონდა ნაყოფიერი და წარმატებული შეხვედრები, კანცლერ მერკელთან, ბუნდესტაგის პრეზიდენტთან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, გერმანია საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულშია; 2014 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა და 535 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოში რეფორმების განხორციელების პროცესში გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ გერმანიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი რესურსი, ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, 650-მდე მილიონ ევროს შეადგენს. ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის ბუნდესტაგს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)