|
2015-05-13 11:05:37, 353 ნახვა
პოლიტიკა
NDI: „ქართულ ოცნება“ - 24%, „ნაციონალურ მოძრაობა“ - 16%, „თავისუფალი დემოკრატები“ - 5%
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილის მიხედვით, კითხვაზე ხვალ რომ არჩევნები იყოს, ვის დაუჭერდით მხარს, გამოკითხული მოსახლეობის 27% ამბობს, რომ არ იცის ვის დაუჭერდა მხარს. 24% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 16% „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 5% მხარს „თავისუფალ დემოკრატებს“ დაუჭერდა, ხოლო 4% „პატრიოტთა ალიანსს.“ ხოლო კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები იყოს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, გამოკითხულთა 56% აცხადებს, რომ მიიღებდა, 44% კი აცხადებს, რომ არ მიიღებდა. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)