|
2015-05-13 00:25:26, 431 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: რუსეთმა საკმარისად არ აგო პასუხი 2008 წელს, რამაც დააჩქარა ის, რაც უკრაინაში მოხდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიმეტის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, რუსეთი საქართველოს უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მისივე თქმით, რუსეთმა 2008 წელს საქართველოში განხორციელებული ქმედებების გამო პასუხი საკმარისად არ აგო პასუხი, რამაც უკრაინაში განვითარებული მოვლენები დააჩქარა. "რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, უნდა აღინიშნოს, რომ რა თქმა უნდა რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს უსაფრთხოების, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა დასუვერენიტეისათვის. ეს ხდებოდა არა მხოლოდ 2008 წელს, მე განვიხილავდი ჩემს კოლეგებთან,რომ ის რაც 1990 იან წლებში ხდებოდა საქართველოში, ახლა მეორდება უკრაინაში და ჩვენ ამას ვუწოდებთ ჰიბრიდულ ომს. ჩვენ გვქონდა და ახლაც გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და სამწუხაროდ ამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმებამ ოკუპაცია მიიყვანა ანექსიამდე. ჩვენ ეს ვნახეთ 1990 იან წლებში და ასევე 2008 ში და რა თქმა უნდა ესსაფრთხეა. მინდა გითხრათ, რომ რაც მოხდა უკრაინაში შესაძლოა, ყველაზე მეტად ქართველებმაგანიცადეს, რადგან ისინი ხედავდნენ იმას, რაც თავად გადაიტანეს სულ რაღაც 6 წლის წინ.რუსეთმა საკმარისად არ აგო პასუხი ამისთვის 2008 წელს და ამან უფრო რეალისტური გახადა დადააჩქარა ის რაც 2014 წელს მოხდა უკრაინაში. ასე რომ, ხალხში არსებობს გაურკვევლობის განცდადა დიდი მოთხოვნილება იმისა, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან მოისმინონ მკაფიომესიჯები, საკითხებთან დაკავშირებით რომლებიც ზევით ვახსენე“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)