|
2018-01-12 11:24:28, 2170 ნახვა
მსოფლიო
კალიფორნიაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულებს ეძებენ
კალიფორნიის სამხეთ ნაწილში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულებს ეძებენ. ინფორმაციას Expess-ი ავრცელებს. ბოლო მონაცემებით, სტიქიამ 17 ადამიანი იმსხვერპლა. ამ დრომდე გრძელდება მასშტაბური სამაშველო ოპერაცია. ასობით მაშველი და სამხედრო შტატის სამხრეთ რეგიონის დასახლებებში სტიქიის შემდეგ დაკარგულებს ეძებენ. წინასწარი ინფორმაციით, მხოლოდ სანტა-ბარბარაში სტიქიის შედეგად 28 ადამიანი დაშავდა. განადგურებულია 100-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. ადგილობრივი ხელისუფლება დაღუპულთა რაოდენოიბის კიდევ უფრო გაზრდას არ გამორიცხავს. გავრცელებული ინფორმაციით, სტიქია ძლიერმა შტორმმა და უხვმა ნალექმა გამოიწვია. წვიმამ და ტალახმა ქუჩები დატბორა. შეგახსენებთ, 1 თვის წინ ხანძარმა შტატში ტყე გაანადგურა, რამაც ტერიტორიაზე მეწყერების ჩამოწოლის შესაძლებლობა გაზარდა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)