16:55 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-10 18:30:43, 2425 ნახვა

მსოფლიო
„მე მათ პოლიტოლოგიის სრული კურსი ჩავუტარე“ - სააკაშვილის დაკითხვა 16 იანვარს გაგრძელდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში მორიგ დაკითხვაზე 16 იანვარს დაიბარეს, - ამის შესახებ ოდესის ყოფილი გუბერანტორის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა.

ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

"შემდეგი დაკითხვა 16 იანვარს უნდა არის ჩანიშნული, თუმცა ეს თარიღი შესაძლოა შეიცვალოს", - განაცხადა ჩერნოლუცკიმ.

მისივე თქმით, დღევანდელი დაკითხვა თითქმის 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

დაკითხვის შემდეგ მედიასთან კომენტარი თავად მიხეილ სააკაშვილმაც გააკეთა:

"მეკითხებოდნენ რაღაცეებს, ხოლო მე განნმარტებებს ვიძლეოდი - რას ნიშნავს მშვიდობიანი აქცია, როგორ მზადდება ასეთი ტიპის აქციები, როგორ მოვიდნენ ადამიანები აქციებზე და ასე შემდეგ. მე მათ პოლიტოლოგიის სრული კურსი ჩავუტარე. ყველა კითხვა წმინდა პოლიტიკური შინაარსის იყო. აქ საერთოდ არაა საუბარი კრიმინალზე, აქ საუბარია პოლიტიკაზე", - განაცხადა სააკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
დააკავეს ნაცისტურ-ფაშისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი - შსს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics