09:16 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-12 12:42:46, 448 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: ნატოს მიმართულებით, ჩვენი პაკეტის იმპლემენტაციას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართველ ჟურნალისტებთან  ბრიუსელში ვიზიტი შეაფასა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ნატო-ს მიმართულებით საქართველოს  პაკეტის იმპლემენტაციას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა. ამასთან, მარგველაშვილის თქმით,  საქართველო რიგის სამიტისთვის აქტიურად ემზადება.
"ჩვენი ვიზიტის მიზანი იყო ერთმნიშვნელოვნად და მტკიცედ კიდევ ერთხელ დაგვეფიქსირებინა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული არჩევანი, ევროკავშირსა და ნატო-ში ჩვენი გაწევრიანების თაობაზე. ის განხორციელდა მტკიცედ და ეს გაგებულ იქნა ჩვენი პარტნიორების მიერ. ნატოს მიმართულებით, ჩვენი პაკეტის იმპლემენტაციას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა. ჩვენ აქტიურად ვემზადებით რიგის სამიტისთვის. საქართველოს მთავრობა და პარლამენტი აქტიურად ახორციელებს ვიზალიბერალიზაციის თვალსაზრისით განსახორციელებლი რეფორმების დღის წესრიგს",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტი კვლავ გრძელდება. დღეს გიორგი მარგველაშვილს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს დაგეგმილი. ამწუთებში კი, ის ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარს ხვდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics