|
2015-05-12 11:21:38, 349 ნახვა
პოლიტიკა
ე.წ. დონეცკის რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის
ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" აღიარა. Lifenews.ru-ს ინფორმაციით, შესაბამის "ბრძანებებს" ხელი თვითაღიარებული რესპუბლიკის დე ფაქტო ლიდერმა ალექსანდრ ზახარჩენკომ მოაწერა. როგორც დოკუმენტში წერია, ეს გადაწყვეტილება დონბასის და აფხაზეთის მისწრაფებებიდან გამომდინარეობს, სრულფასოვანი და მეგობრული ურთიერთობები დაამყარონ. ანალოგიური დოკუმენტი სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის“ აღიარებას ეხება. "როგორც აფხაზი, ისე ოსი ერი ძალიან ახლოსაა დონეცკის ხალხთან. თავის დროზე დონეცკი ეხმარებოდა აფხაზეთსა და ოსეთს, როდესაც მათ ომი ჰქონდათ. ახლა ისინი გვეხმარებიან ჩვენ და ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგით", - განაცხადა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე კოფმანმა. ოკუპირებულმა სამხრეთ ოსეთმა ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში აღიარა დონეცკის დამოუკიდებლობა, აფხაზეთში ეს გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღიათ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)