|
2018-01-05 15:43:12, 3084 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის ნაწილი საზოგადოების უსაფრთხოებას ვიწროპარტიულ ინტერესებში ცვლის
„ოპოზიციის ამ ნაწილისთვის და ნაციონალური მოძრაობისთვის, ეროვნული ინტერესების, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის ინტერესი არის სულერთი და ისინი მხოლოდ ვიწროპარტიულ ინტერესებში, ვიწროპარტიულ დღის წესრიგში ცვლიან იმ ღირებულებას, რასაც ქვია ჩვენს ქვეყანაში ადამიანის და საზოგადოების უსაფრთხოება", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ სუს-ის მიერ გუშინ გავრცელებული ვიდეოკადრებისა და ნდობის ჯგუფის ფარგლებში სუს-ის ხელმძღვანელის დაბარების შესახებ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა. როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ვახტანგ გომელაური უკვე იყო პარლამენტში და მან ნდობის ჯგუფს სრული ინფორმაცია მიაწოდა. „ვახტანგ გომელაური ბრძანდებოდა პარლამენტში და ნდობის ჯგუფს მან სრული ინფორმაცია მიაწოდა. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ნდობის ჯგუფში არის ოპოზიციის წარმომადგენელიც. რაც შეეხება სპეცოპერაციას. მე შეგახსენებთ კონკრეტულ გარემოებას. როდესაც ტერორისტებმა მოკლეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმელი, ოპოზიციის ნაწილმა ეს დააბრალა ხელისუფლებას. ახლა, როდესაც ჩატარდა სპეცოპერაცია და დაიჭრა ტერორისტებთან სავარაუდო პირდაპირ კავშირში მყოფი ადამიანი და ამის მტკიცებულლება გასაჯაროვდა გუშინ, ოპოზიციის ეს ნაწილი ბრალდებას უყენებს ისევ სახელმწიფოს. აქედან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ ოპოზიციის ამ ნაწილისთვის და ნაციონალური მოძრაობისთვის, ეროვნული ინტერესების, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის ინტერესი არის სულერთი და ისინი მხოლოდ ვიწროპარტიულ ინტერესებში, ვიწროპარტიულ დღის წესრიგში ცვლიან იმ ღირებულებას, რასაც ქვია ჩვენს ქვეყანაში ადამიანის და საზოგადოების უსაფრთხოება", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება
თბილისის ერთ-ერთ სკოლაში სპორტული წრის მასწავლებელმა 8-9 წლის ბავშვებთან არერთხელ დაამყარა სექსუალური კონტაქტი
კახა კალაძე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: ასეთი რანგის სტუმარი ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს არ ახსოვს
სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)